ათენში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

14 მარ 2020

საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, ათენში, საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია .

ინფიცირებული ქალი, საავადმყოფოში იმყოფება. ის 55 წლისაა. საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში მომვლელად მუშაობდა, ინფიცირების წყარო კი დამსაქმებელი ოჯახის ერთ-ერთი წევრი აღმოჩნდა.