იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

14 მარ 2020

224  ხმით  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს. მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე დღეს მხოლოდ ერთ საკითხზე იმსჯელეს. 

მარსაგაიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე სერგო მეთოფიშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა     18 მარტს ეწურება.თბილისის საქალაქო სასამართლოს  თავმჯდომარე  ამ პოსტზე წარდგენილი ერადერთი  კანდიდატურა იყო.