მსოფლიო ქალთა გრანპრი

20 აპრ 2016

მეორე დღეა ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ქალთა გრანპრის მეორე ეტაპი გრძელდება.  პირველი დღის თამაშები გუშინ გაიმართა.  ასპარეზობის საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროა. გრან პრის ეტაპების ისტორიაში, პირველობისათვის ერთდროულად  4 ქართველი იბრძოლებს: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და ნინო ბაციაშვილი. ჩემპიონატი 3 მაისს დასრულდება.