ბათუმში დღეს სამ ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება - ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

13 მარ 2020

ბათუმში, დღეს, 13 მარტს,  სატრანსპორტო  მოძრაობა ერთი დღით იზღუდება.  წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის გამო, გზა ჩაიკეტება  შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე - შარტავას ქუჩიდან კობალაძის ქუჩამდე მონაკვეთში.

როგორც ბათუმის მერიაში ამბობენ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება შარტავას ქუჩის გავლით, ფიროსმანისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების მიმართულებით. მოძრაობა ხვალ დღის განმავლობაში აღდგება.