კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა

12 მარ 2020

კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ https://stopcov.ge/ გამოქვეყნდა. ამ დროისთვის ეს 25-ე დადასტურებული შემთხვევაა.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება  295 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი  49 პაციენტი. 

„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად“, -აცხადებს ამირან გამყრელიძე.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში კერძო სექტორის ჩართულობა.  როგორც იცით დღეიდან საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.