საქართველოს მთავრობამ ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო - შეფასებები

11 მარ 2020

კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენებზე ისაუბრეს მთავრობის   და საბანკო სექტორის წარომადგენლებმა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად ერთობლივ ნაბიჯებს გადადგამენ  პრემიერ-მინისტრი და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები.

აქცენტები გაკეთდა იმაზე, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ნეგატიური ეკონომიკური გავლენები. საბანკო სექტორმა დააფიქსირა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, მიმდინარე გადახდებში.