დღეს გაირკვევა რომიდან თბილისში ჩამოფრენილი მოქალაქეების, მაღალი ტემპერატურის მიზეზი

11 მარ 2020

დღეს გაირკვევა რომიდან თბილისში ჩამოფრენილი მოქალაქეების, მაღალი ტემპერატურის მიზეზი. სიმპტომით დაახლოებით 7 ადამიანი გუშინ სამედიცინო დაწესებულებაში აეროპორტიდან გადაიყვანეს. ორი სპეც-რეისი იტალიიდან ღამით შესრულდა. საქართველოს 200 მოქალაქე ჩამოვიდა. მგზავრებმა ქვეყანაში შემოსვლისთანავე, ყველა საჭირო და აუცილებელი პროცედურა გაიარეს. რის შემდეგაც ისინი, ვისაც სიცხე არ დაუფიქსირდა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით  საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.