"უგულავას შეწყალება ხელისუფლების განზრახვების ტესტი იქნება" - ევროპარლამენტარები

10 მარ 2020

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას ამჯერად ევროპარლამენტარები ეხმაურებიან."უგულავას შეწყალება ხელისუფლების განზრახვების ტესტი იქნება" - ამბობენ ისინი. საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას დადებითად აფასებენ რეგიონში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ყურადღებას შეთანხმების სრულყოფილად შესრულების აუცილებლობაზე ამახვილებენ.