ოპოზიციის ბრალდება და მერიის არგუმენტები

20 სექ 2016

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ბათუმის მერის იმპიჩმენტის საკითხზე პროცედურებს იწყებს. გიორგი კირთაძის განცხადებით, ისინი ხვალიდან საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციასთან კონსულტაციებს გეგმავენ. გიორგი ერმაკოვის გადაყენების მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზად, ოპოზიცია მერის ბოლო ინიციატივას ასახელებს. კირთაძე განმარტავს, რომ არჩევნებამდე 17 დღით ადრე, ერმაკოვმა საკრებულოს საბიუჯეტო ცვლილების განხორციელება და 2 მილიონ ნახევარი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამტკიცება სთხოვა. ''ნაციონალურ მოძრაობაში'' აცხადებენ, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა და ამ ქმედებით, ბათუმის მერი საბიუჯეტო და საარჩევნო კოდექსს არღვევს.