მსოფლიო Ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავეებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს

08 მარ 2020

საქარᲗველოს ისტორიაᲨი პირველად მსოფლიო Ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავეებმა - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ,  იუნიორთა შორის, საბოლოოდ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 

5 მარტს, რითმულ ცეკვებში ნაჩვენები მაღალი შედეგის და მეორე ადგილის შემდეგ, ქართულმა წყვილმა  თავისუფალი ცეკვების პროგრამაშიც საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და 176.19 ქულით ჯამში მეორე ადგილი დაიკავა. 

 რევია-კაზაკოვას წყვილმა რუსეთის წარმომადგენლებს აჯობა, სპორტულ ცეკვებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კი ამერიკულმა წყვილმა მოიპოვა. იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სულ 20 წყვილი მონაწილეობდა, Ჩემპიონატს ესტონეᲗის დედაქალაქმა  ტალინმა უმასპინᲫლა.