საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

07 მარ 2020

საქართველოში კორონავირუსის რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. დღეს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ამირან გამყრელიძის შვილს, რომელმაც პოსტი ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა და ინფექციურ საავადმყოფოს ვინაობის გასაჯაროების უფლება მისცა.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის  13 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.