07 მარ 2020
თეონა ბაკურიძე სამართლებრივ ბრძოლას იწყებს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, აცხადებს რომ დირექტორმა ის ეთერიდან უსამართლოდ მოხსნა და სარჩელს სასამართლოში ორშაბათს შეიტანს, სადაც მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციები დაიცავენ, მიიჩნევს რომ მისი ეთერიდან მოხსნა მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვას ემსახურება.
დირექტორის მოადგილე და მრჩეველთა საბჭოს წევრი თამილა დოლიძე აცხადებენ, რომ მომხდარი სამწუხაროა და მაუწყებელში მართლაც არის კრიზისი, თუმცა ვახო ხუზმიაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია პროტესტის ის ნაწილი სადაც საუბარია სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ალბათობაზე, რადგან მენეჯმენტის მხრიდან ასეთი მცდელობა არ ყოფილა.