სკოლა აკრედიტაციისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე

20 სექ 2016

მოხდება თუ არა  ბათუმში, თურქული მხარის მიერ აშენებული სკოლის დემონტაჟი, ჯერ უცნობია. გადაწყვეტილება მერიამ უნდა მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ სასწავლო დაწესებულებაში გაკვეთილები უკვე ტარდება, მას განათლების სამინისტროში  ავტორიზაცია ამ დრომდე არ გაუვლია.