ინფოტური – ჩინელი ჟურნალისტები და ტუროპერატორები ბათუმში

20 სექ 2016

ბათუმი ჩინელ ტუროპერატორებსა  და ჟურნალისტებს მასპინძლობს. მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან. აჭარაში ჩამოსვლამდე ინფოტურის მონაწილეები თბილისის, კახეთისა და მცხეთის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ.