კაზაკოვა-რევიას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა

06 მარ 2020

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის, ქართულმა წყვილმა გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას შემადგენლობით წარმატებული სტარტი აიღო.

5 მარტს გამართულ რითმული ცეკვების გამოსვლაში, კაზაკოვა-რევიას წყვილი, მსოფლიოს 29 მონაწილე წყვილს შორის 69.98 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ა

მ შედეგით, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მსოფლიოს 20 საუკეთესო წყვილს შორის მოხვდნენ, რომლებიც თავისუფალი ცეკვების პროგრამაში, 7 მარტს იასპარეზებენ.

იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ღირსებას სპორტულ წყვილებში ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა იცავდნენ.

ბუტაევა-ბერულავას წყვილმა მოკლე პროგრამაში მე-7, ხოლო თავისუფალ პროგრამაში მე-8 ადგილი დაიკავა. საბოლოოდ, ორი პროგრამის ჯამში წყვილი მე-7 ადგილს დასჯერდა.