ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეკონომიკის მინისტრი შეხვდება

05 მარ 2020

სავარაუდოდ ხვალ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვდება. მოისმენენ,  რა პრობლემები შეიქმნა ახალი ვირუსის გავრცელების პარალელურად. ნათია თურნავას განცხადებით,  შეხვდებიან  სასტუმროების და სხვა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს.