3 დაშავებული - შემთხვევა თამარის დასახლებაში

20 სექ 2016

სტაბილურად მძიმეა 22 წლის ნიკა გოგრაჭაძის  ჯანმრთელობის მდგომარეობა,  რომელიც სავარაუდოდ დენის დარტყმის შედეგად დაშავდა. მან ელექტრო ტრავმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ნათესავის კუთვნილ საოჯახო სასტუმროს აუზში მამა-შვილის მისაშველებლად ჩავიდა. სამივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მამა-შვილი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს, აცხადებენ ახლობლები.