თვითგვემაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ, რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ — პრეზიდენტი

04 მარ 2020

პარლამენტში პრეზიდენტი სიტყვით გამოდის, პლენარული სესიის ფორმატში  სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. სხდომას 89 დეპუტატი ესწრება. პრეზიდენტის გამოსვლას ესწრება ასევე მინისტრთა კაბინეტი, დიპლომატიური კორპუსი.

დღევანდელი სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში არ წარიმართება. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარეებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემათ.