ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალურ აფრიკაში მეხუთე როტაციას განახორციელებს

04 მარ 2020

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეხუთე როტაციას განახორციელებს. ოცეულის  ჯარისკაცები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას  ბაზა „უკატექსზე“  შეასრულებენ.  

ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების  უზრუნველყოფა, კონვოირება და გაცილება იქნება.  სამხედრო მოსამსახურეები ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან თავდაცვის მინისტრმა და საქართველოში  საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა გააცილეს.