თოვლის დნობის შედეგად მცირე მეწყრული პროცესი განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში

04 მარ 2020

თოვლის დნობის შედეგად მცირე მეწყრული პროცესი განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში. ხიჭაური-ნაღვარევის ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილი კლდის მასის გამო საავტომობილო მიმოსვლა რამდენიმე საათის განმავლობში შეზღუდული იყო.  

ტერიტორია დღის მეორე ნახევარში გაიწმინდა. აღნიშნულ მონაკვეთზე კლდის მასის ჩამოშლა ადრეც დაფიქსირდა.