ლიფტის შახტში ჩავარდნილი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

04 მარ 2020

9 წლის მოზარდი, რომლიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა რეანიმაციაშია მოთავსებული.  ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას კვლევები უტარდება, მოზარდი ლიფტის შახტაში მე-7 სართულიდან ჩავარდა.  

მრავლობითი დაზიანებებითა და მოტეხილობებით მოზარდი ოჯახმა დედათა და ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა. ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყო.