ახალი ამბების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ლალი ბერძენიშვილის კანდიდატურა განიხილება

02 მარ 2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილმა მენეჯმენტთან კოლექტიური დავა დაიწყო. შესაბამისი დოკუმენტი ერთი საათის წინ დარეგისტრირდა. ალტერნატიულ პროფკავშირს 4 ძირითადი მოთხოვნა აქვს.

მათ შორისაა სტატუს-კვო, რაც გულისხმობს ცვლილებამდე არსებულ საშტატო ნუსხის და ადამიანების თანამდებობებზე დაბრუნებას, მათ შორის ახალი ამბების უფროსისა და მისი მოადგილის. რას ფიქრობს თანამშრომელთა ნაწილის მოთხოვნაზე მაუწყებლის დირექტორი?