ბათუმში მოძრაობა "გაბედეს" ოფისი დაარბიეს

02 მარ 2020

ბათუმში, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისი დაარბიეს, რომლითაც ამჟამად მოძრაობა "გაბედეს" წევრები სარგებლობენ. მოძრაობის წევრები, დარბევას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

დარბევის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა. "გაბედეს" წევრების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ჩამოხიეს ბანერები და დააზიანეს დროშები.