ქედქედის მცხოვრებთა გამაფრთხილებელი აქცია

29 თებ 2020

სოფელ ქედქედთან, ცენტრალურ გზაზე ლოდების ცვენის გამო გადაადგილება საფრთხის შემცველია. მოსახლეობამ გამაფრთხილებელ აქციაზე აღნიშნა, რომ   ლოდებს ცვენისას რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ადგილობრივი დაიღუპა.

2 დღის წინ კი, ფერდობიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა მოსაცდელი დაანგრია. აქციის მონაწილეები ალტერნატიული გზის ან უსაფრთხოების ზომების მიღებას ითხოვენ. ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, აცხადებს, რომ ალტერნატიული გზის მშენებლობა, უახლოეს დღეებში დაიწყება