ქობულეთში ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა

29 თებ 2020

ქობულეთში, სოფელ გვარას მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მრავლობითი მოტეხილობებით ორი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გვარასთან მომხდარ ავარიაზე შსს -მ გამოძიება 276 - ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.