BIAFF-მესამე საფესტივალო დღე

19 სექ 2016

10 ბათუმელი რეჟისორის  მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მაყურებლის თხოვნით, კიდევ ერთხელ ამჯერად ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე მიმდინარეობს.  ეს არის პროექტი “ბათუმის ტალღა”,  რომლის ფარგლებშიც 10-მა ბათუმელმა რეჟისორმა გადაიღო 11 წუთიანი ფილმი. 11 წუთი სიმბოლურად ბიაფის მე-11 წელს უკავშირდება, ხოლო ფილმების  შინაარსობრივი  ხაზი ზღვისპირა ქალაქს გასდევს.  დღეს ფესტივალის მეორე  საკონკურსო დღეა. ხვალ უჩვენებენ შემდეგ ფილმებს: რომან პოლანსკის “მაკბეტი”, ტომას ვასილევსკის “სიყვარულის შეერთებული შტატები” და კიმ კი დუკის “შეჩერდი”.