კორონავირუსის საფრთხეები და გამოწვევები

27 თებ 2020

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში, არსებული ვითარება და რეკომენდაციები - ამ საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საბჭოს ხელმძღვანელობას კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ყოველდღიური ინფორმირებულობა დაავალა. გიორგი გახარიას თქმით,  შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც იმუშავებს ყველა უწყება და ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.