ამოწმებენ თუ არა მგზავრებს სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტში?

27 თებ 2020

მთავრობის ინფორმაციით, გამკაცრებულია კონტროლი საბაჟოებსა და აეროპორტებში. ჩამოსულ მგზავრებს ამოწმებენ მედიკოსები. გუშინ საღამოს  სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან ირანის ორი მოქალაქე, რომელთაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ ქვეყანაში არ შემოუშვეს.