ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე განათების მონტაჟი დასრულდა

26 თებ 2020

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა. განათება ამჟამად სატესტო რეჟიმშია და დეტალურ შემოწმებას გადის.

ბათუმი არენას გარეგანათება საშუალებას იძლევა, ფასადზე სხვადასხვა შინაარსისა და ფორმის გამოსახულება გამოჩნდეს, რომელიც სტადიონზე მიმდინარე ღონისძიების შესაბამისი იქნება.