პირბადეების დეფიციტია მთელ მსოფლიოში, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა - ჯანდაცვის მინისტრი

26 თებ 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირბადეების დეფიციტი მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნა და ამ შემთხვევაში, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უწყება მუშაობს, რომ ქვეყანაში პირბადეები შესაბამისი ღირებულებით შემოიტანონ.

„ ეს დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და რა თქმა უნდა, საქართველო ამ შემთხვევაშიც, გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით, დამატებით შემოიტანონ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

სამედიცინო პირბადეების თემა აქტუალური განსაკუტრებით ბოლო თვეებში გახდა. კორონავირუსის გამო, მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქში პირბადის დეფიციტია. 

ამ ეტაპზე საქართველოსი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქისირებულა. 

 

 

ფოტო: სოციალური ქსელიდან