“საქართველო და მსოფლიო 2020” - ეკონომიკური კონფერენცია

26 თებ 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესგარემო შეიქმნას.

როგორც გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა, სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა საქართველოს მომავალია.  

მისი თქმით, საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაცია და კონკურენტული ბაზრის შექმნაა. სერვისის განვითარება კი მთავრობის თავმჯდომარის მოსაზრებით ინვესტიციების ზრდას გამოიწვევს.