ბათუმის პლაჟების სასტუმროების მართვაში გადაცემის საკითხი სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს

24 თებ 2020

ბათუმის მერი მზად იყო, საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში ბათუმის სანაპირო ზოლში მდებარე ბრენდული სასტუმროებისთვის პლაჟები მართვაში გადაეცა. საკრებულოში უკვე შესული იყო ბათუმი თაუერისთვის პლაჟის მართვაში გადაცემის საკითხი, ამაზე დღეს მერმა საინფორმაციო შეხვედრაზეც ისაუბრა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საკითხი გამოითხოვეს, რა გახდა ამის მიზეზი?