სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

24 თებ 2020

სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. როგორც მეშახტეები ამბობენ, მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, შახტში ერთი კვირაა გაფუჭებულია ელმავალი და ამის გამო ისინი 6 კილომეტრს ფეხით გადიან.

კომპანიასთან მოლაპარაკებებში ჩართულია მეშახტეთა პირველადი პროფკავშირი. ისინი აცხადებენ, რომ აქვთ რეალური შეთავაზებები, როგორ უნდა გამოვიდნენ აღნიშნული კრიზისიდან.