ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის 4 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

23 თებ 2020

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. პაციენტებს საავადმყოფოდან დღესვე გაწერენ. ახალგაზრდა და 3 ქალი, საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, მათ აეროპორტში შემოწმებისას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი, რენტგენოლოგიური კვლევები და სისხლის შემადგენლობის ანალიზები.