დაელოდეთ გაზაფხულს-გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებზე

23 თებ 2020

„დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა“- ასე უპასუხა პრემიერმა სამთავრობო ცვლილებებზე დასმულ შეკითხვას. გიორგი გახარიას მედიასთან საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

გავრცელებული ინფორმაციით,  მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს და მის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სახელდება.