კურორტ გოდერძიზე  თხილამურებით სრიალში აჭარის პირველობა გაიმართა

22 თებ 2020

კურორტ გოდერძიზე  თხილამურებით სრიალში აჭარის პირველობა გაიმართა. ერთმანეთს  ხულოსა და შუახევიდან 60-მდე სპორტსმენი შეეჯიბრა. სპორტსკოლის აღსაზრდელები  შეჯიბრებაში ყოველწლიურად მონაწილეობენ. 

პირველ მეორე და მესამე ადგილზე გასული  მოთხილამურეები  მედლებით, თასებითა და ფულადი  პრიზებით დაჯილდოვდნენ.  გამარჯვებულები საქართველოს თასის მეორე ეტაპის შეჯიბრში ჩაერთვებიან  , რომელიც გუდაურში  გაიმართება