ბორჯღალოსნები ბელგიას ნაკრების წინააღმდეგ

22 თებ 2020

დღეს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ მესამე ტურის მატჩში, ბელგიას უმასპინძლებენ. შეხვედრა  ქუთაისში, „აია არენაზე“, 15 საათზე დაიწყება.

ლევან მაისაშვილის გუნდი მატჩისთვის ორშაბათიდან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 29-კაციანი შემადგენლობით ემზადებოდა. ბელგიის ნაკრებმა განვლილი ტურის შეხვედრაში რუსეთი ანგარიშით 38:12 დაამარცხა, საქართველომ კი ესპანეთს ანგარიშით 23:10 მოუგო.