ავღანეთიდან   დაბრუნებული   ასეული    

22 თებ 2020

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა. ქართულ ქვედანაყოფს  „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

მშვიდობისმყოფელები მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდნენ. სამხედროებს ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება ევალებოდათ.