უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს წარადგენს

19 სექ 2016

უზენაესი სასამართლო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს აირჩევს. პლენუმის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.  სავარაუდო კანდიდატად თეიმურაზ ტუღუში სახელდება. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას - უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთი მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორი კი პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა მისი კვოტით განსაზღვრულ ადგილებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უკვე დანიშნა.