ანბანის კოშკის მიმდებარედ მანქანა დაიწვა /ვიდეო/

21 თებ 2020

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.