აჭარის სოფლებში თოვლისგან გზების გაწმენდა არ დასრულებულა 

20 თებ 2020

დიდთოვლობიდან თითქმის ერთი კვირის თავზე, ქედის შუახევისა და ხულოს სოფლებში მოსახლეობა კვლავ გაუწმენდავი გზებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს. პრობლემა ძირითადად შიდა სასოფლო გზებზეა, რაც სკოლის მიკროავტობუსების და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანების შეფერხებით მოძრაობას იწვევს. რიგ მონაკვეთებზე თოვლს ყინვაც ემატება. მოსახლეობას ტვირთის საკუთარი ძალებით გადატანა უხდება.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ეს პრობლემა ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც ოჯახები ზამთარის სოფელში გატარებას თავს არიდებენ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი ირწმუნებიან, რომ სამუდაშაობი ეტაპობრივად ტარდება და არსებული ტექნიკა საკმარისია.