აქცია ელენე ხოშტარიას გადადგომის მოთხოვნით

20 თებ 2020

"ევროპული საქართველოს" ოფისთან, სამოქალაქო აქტივისტებმა  საპროტესტო აქცია გუშინ ღამითაც გამართეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ისევ უცვლელია - ისინი ელენე ხოშტარიასგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ელენე ხოშტარიამ რუსეთის ჰიმნის პარლამენტში  ჩართვით, მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა.  აქციაზე ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდამჭერებიც მივიდნენ.