კოლხეთის ტერიტორიაზე დაჭრილი ვარხვები იპოვეს - ისინი თბილისის ზოოპარკს გადაეცა

19 თებ 2020

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა კოლხეთის ტერიტორიაზე დაჭრილი ვარხვები შენიშნეს და თბილისის ზოოპარკს გადასცეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ვარხვებმა წარმატებით გაიარეს მკურნალობის კურსი და სრულ გამოჯანმრთელებამდე თბილისის ზოოპარკში დარჩებიან.