წელს ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა გაიზრდება

18 თებ 2020

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში, სხვადასხვა მსხვილ ტურისტულ და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრები. ასევე ცნობილი ხდება, რომ წელს ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერების რაოდენობა გაიზრდება.  გამოფენის პარალელურად გაიმართა ქართული კერძების მასტერკლასი ესტონელი ჟურნალისტებისთვის.