ხელბურთის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბათუმელებმა მორიგი მატჩი მოიგეს

18 თებ 2020

ხელბურთის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ მორიგი მატჩი მოიგეს. ბათუმელები გორს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 12 ქულიანი სხვაობით 36:24 დაამარცხეს. გამორჩეული მატჩი ჰქონდათ ,,შავი ზღვის ბიჭების’’ ხელბურთელებს ანთიძეს და აბრამიშვილის , რომლებმაც 7-7 გოლის გატანა მოახერხეს. თავისი მატჩის მოგება შეძლო მეორე ადგილზე მყოფმა ,,ქუთაისმა’’. რიონისპირელებმა თბილისის ‘’პეგასი’’ ანგარით 37-27 დაამარცხეს და მეორე ადგილი გაიმყარეს.

დღეს ხელბურთის უმაღლეს ლიგაში შემდეგი ტურის მატჩები გაიმართება. ბათუმი 17:00 საათზე ‘’პეგასს’’ შეხვდება, ხოლო ,,ქუთაისი’’ კი ,,,გორთან’’ გაარკვევს საუკეთესოს ვინაობას. ამ დროისთვის გათამაშებას მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი ბათუმის,,შავი ზღვის ბიჭები’’ ლიდერობს , მეორე ადგილზე მყოფ ,,ქუთაისს’’ 18 ქულა აქვს, ხოლო მესამე პოზიციაზე 14 ქულით ,,სტუ-იმედია’’. ხელბურთის გულშემატკივარს მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ნახვა ხელბურთის ფედერციის იუთუბ არხზე შეუძლია.