17 თებ 2020
ბათუმში, ქვეითად მოსიერულე ქალს მანქანა შეეჯახა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მედიკოსების ინფორმაციით დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები არ აქვს, როგორც კლინიკაში გვითხრეს შუახნის ქალს თავის არეში აქვს ჭრილობები, მას გაუკერეს ჭრილობები, ჩაუტარდებქა შესაბამისი გამოკვლევები, ამ დროისთვის ის რჩება ნეიროქირურგის დაკვირვების ქვეშ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.