დღეიდან მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველზე და კიდევ რამდენიმე ქუჩის მიმართულებით

16 თებ 2020

45 დღე ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება.

მიზეზი წყალარინების სისტემის რეაბილიტაციაა, რომელიც ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარდება.