უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში თვითმფრინავით კლუბური და სხვა ტიპის ნარკოტიკი შემოჰქონდა

14 თებ 2020

სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. 1969 წელს დაბადებულ პირს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.

​სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკები: 97 აბი "სუბუტექსი", "ბუპრენორფინის" შემცველი ფხვნილი, 5 აბი "ექსტაზი" და 1 შეკვრა "მდმა".

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

დანაშული 5-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. ​