აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა

13 თებ 2020

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში „აჭარის წყლის ალიანსმა „ ვორქშოფი გამართა.

კომპანიამ მუნიციპალიტეტების დაბებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლების ინფრასტრუქტურის შესწავლის შედეგებსა და ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით.

პროექტი გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მიზანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების შექმნაა.