13 თებ 2020
ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და პრევენციის პროგრამა გრძელდება. ბათუმის მერიის მუნიციპალური პროგრამა მამოგრაფიას, ონკომარკერებით ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიებით დაავადებულ პირთა გამოკვლევას და სხვა სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 30-დან 40 წლამდე და 60 წელს გადაცილებულ ქალებს. გამოკვლევით 3 ათასი პირი ისარგებლებს.